საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ქალთა უმაღლეს ლიგაში გუშინ, 11 მაისს მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს პირველობაზე ქალთა ფეხბურთში, სტუმრად, გაიმარჯვა გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „ლანჩხუთმა“, რომელმაც თბილისში „ვერე“ 1:4 დაამარცხა. (გოლები ლანჩხუთიდან – ტატიანა მატვეევა, ეთერ სულაშვილი (2), ანანო წიქარიძე).

ლიგის ლიდერმა „ნიკე-ლუსომ“ სახლში ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა.

9 ტურის შემდეგ „ნიკე-ლუსო“ (8 მოგება, 1 ფრე; ბ/შ 54:0) 25 ქულით პირველ ადგილზეა, „ლანჩხუთს“ (7 მოგება, 2 ფრე; ბ/შ 61:5)  23 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურის მატჩები 17 მაისს შედგება. „ლანჩხუთი“  სტუმრად, „რაჭასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 79
    „ლანჩხუთი“ „ნიკე ლუსოს“ კონკურენტიაქალთა ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ სტუმრად „რაჭას“ შეხვდა და ანგარიშით 3:6 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „ნიკე ლუსომ“ უიმედო აუტსაიდერს „ნორჩ დინამოელს“ უმასპინძლა და 0:25 დაამარცხა. 10 ტურის შემდეგ „ნიკე ლუსო“ (9 მოგება, 1 ფრე, ბ/შ 0:79) 28 ქულით ლიდერობს, „ლანჩხუთს“ (8 მოგება, 2 ფრე, ბ/შ 67:8) 26 ქულა აქვს და…
  • 78
    „ლანჩხუთი“ გათამაშების ლიდერიასაქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთში, ქალთა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის გათამაშებას „ლანჩხუთი“ ლიდერობს. მათ თბილისში ანგარიშით 4:1 დაამარცხეს თბილისი „კვარტალი“, რომელიც 7 ტურის შემდეგ გათამაშებას ლიდერობდა. ამჟამად „ლანჩხუთს“ (6 მოგება, 2 წაგება, ბ/შ 19:4) 18 ქულა აქვს, ხოლო „კვარტალს“ 16 (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 19:10). მესამე ადგილზე „ნიკე…
  • 77
    „ლანჩხუთმა“ „კვარტალი“ 9:1 დაამარცხასაქართველოს პირველობაზე ქალთა ფეხბურთში (უმაღლესი ლიგა) „ლანჩხუთმა“ მე-3 ტურის მატჩში „კვარტალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 9:1 დაამარცხა. გათამაშებას 9-9 ქულით „ნიკე ლუსო“ და „ბათუმი“ ლიდერობენ. „ლანჩხუთი“ 6 ქულით (2 მოგება, 1 წაგება, ბ/შ 13:5) მესამე პოზიციაზეაა. „ლანჩხუთი“ მე-4 ტურში „თეთრი წყაროს“ უმასპინძლებს.
  • 77
    „ლანჩხუთი“ მეორე ადგილზეაქალთა პირველობაზე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის „ლანჩხუთი“გასვლით მატჩში „ელიტას“ შეხვდა და 0:7 მოუგო. გათამაშების ლიდერმა „ნიკე ლუსომ“ სტუმრად „ბათუმი“ დაამარცხა 0:2. „ნიკე-ლუსოს“ 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. „ლანჩხუთი“ 9 ქულით მეორე პოზიციაზეა. 1 აპრილს „ნიკე ლუსო“ „კვარტალს“ შეხვდება, ხოლო „ლანჩხუთი“ შინ თეთრი წყაროს უმასპინძლებს.

არ გამოტოვოთ