საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის მე-7 ტურის მატჩებში ლანჩხუთის „გურიამ“ და ოზურგეთის „მერცხალმა“ გაიმარჯვეს.
„გურიამ“ სტუმრად ვანში „სულორი“ დაამარცხა 2:0.
„მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ ოზურგეთელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თუმცა 64-ე და 66-ე წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა მინიმუმდე შეამცირეს.
71-ე წუთზე გიორგი ჭანუყვაძემ, 11 მეტრიანი დარტყმით მეოთხედ აიღო „ვიტ-ჯორჯიას“ კარი.
7 ტურის შემდეგ ლანჩხუთის „გურიას“ (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება; ბ/შ 13:1) 14 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება; „მერცხალი“ კი ( 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება: ბ/შ 11:14) 11 ქულით მე-8 ადგილზეა.
მომდევნო ტურში „გურია“ წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებს, ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „არაგველებს“ შეხვდება.
ორთავე მატჩი 21 მაისს გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 93
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის „მერცხალმა“ და ლანჩხუთის „გურიამ“ მე-7 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს. „მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და ანგარიშით 4: 2 დაამარცხა. მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ ოზურგეთელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თუმცა 64-ე…
- 80
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2…
- 76
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა) ლანჩხუთიის „გურიამ“ სტუმრად „მაჭახელა“ 0:6 დაამარცხა. ოზურგეთის „მერცხალმა“ კი შინ მიიღო „მერანი-მრეტები“. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 10:1) „გურიას“ 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. „მერცხალს“ კი _ (1 მოგება, 1 ფრე, 2…
- 75
არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 74
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4…