გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე იაპონიის ელჩის მოადგილეს ჰორიგუჩი გოსუკეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ხაზი გაესვა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) მნიშვნელობას რეგიონული განვითარების საქმეში და იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული დახმარების პრაქტიკულ შედეგებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.
იაპონიის ელჩის მოადგილემ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინასებული პროექტებიც დაათვალიერა.

მსგავსი სტატიები

  • 75
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 75
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ღურჯუმელიძემ გასულ პერიოდში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და…
  • 74
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა…
  • 74
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი.
  • 73
    ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა. შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.