დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის გურულების დერბი გაიმართა. ოზურგეთის „მერცხალმა“ ლანცხუთის „გურიას“ უმასპინძლა.

საინტერესო და დაძაბული იყო პირველი ტაიმი. ბრძოლა ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა, იყო ორთავე მეტოქის კარისკენ დარტყმის მცდელობები, მაგრამ უზუსტოდ.

მეორე ტაიმი ოზურგეთელების შეტევებით დაიწყო და 51-ე წუთზე ლანჩხუთელთა კარში ნოდარ მაჭავარიანის  დარტმის შემდეგ გოლი გავიდა. 1:0.

3 წუთის შემდეგ კიდევ ერთი შეტევა ჰქონდათ მასპინძლებს, კარშიც დაარტყეს, მაგრამ ლანჩხუთელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „მერცხალს“ დაეტყო გუნდში არსებული პრობლემები. მეკარე გიორგი გაბრელიანი ნამდვილად არ იყო დღეს საჭირო სპორტულ ფორმაში, აშკარად ჩანდა ფეხის ტრავმა აწუხებდა, რამაც დიდი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.

53-ე წუთზე საკმაოდ შორიდან სულაძის  მიერ დარტყმული საჯარიმო „მერცხალის“ კარის კუთხეში გავიდა _1:1.

ამას დაემატა 66-ე წუთზე შეხვედრის არბიტრის ირაკლი აბუსერიძის მიერ „მერცხალის“ კარში დანიშნული საეჭვო პენალტი, წილოსანის  დარტმის შემდეგ ლანჩხუთელები დაწინაურდნენ.

73-ე წუთზე მეკარემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, ლანხუთელმა შარვაძემ კვლავ დაარტყა კარისკენ, ბურთი ძელს მოხვდა, მასპინძელთა მცველი დაიბნა და მესამე გოლიც გავიდა „მერცხალის“ კარში.

კარგად თამაშობდნენ კაშია, ჯაფარიძე, ჭანუყვაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ „მერხალის“ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება მთავარ მსაჯს, ერთ შემთხვევაში მასპინძლებს საჯარიმოსთან აშკარა ჯარიმა „აპატია,“ ხოლო ლანჩხუთელთა მწვრთნელს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მისცა გაფრხილება.

3: 1 გაიმარჯვა „გურიამ“.

13 ტურის შემდეგ „გურიას“ (9 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 30:9) 30 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს „ალგეთი“.

„მერცხალი“ 13 ტურის შემდეგ ( 4 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება, ბ/შ 18:21) 17 ქულით მე-9 ადგილზეა.

სამწუხაროდ, მე-3 ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმარომ“ სტუმრად წააგო ლიგის გათამაშების ლიდერთან „შტურმთან“ 0:5. მას 14 ტურის შემდეგ (2 მოგება, 2 ფრე, 10 წაგება, ბ/შ 11:38) 8 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

მსგავსი სტატიები

  • 60
    „მერცხალის“ ფრე; „გურიამ“ სტუმრად მოიგოსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.  51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ  ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4…
  • 59
    ლანჩხუთის „გურია“ ლიდერიადღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის მესამეადგილოსანმა ლანჩხუთის „გურიამ“ გათამაშების ლიდერს „ალგეთს“ უმასპინძლა. „გურიამ“ კარგად ჩაატარა შეხვედრა უშუალო კონკურენტთან და 3:0 დაამარცხა (გოლები ლაშა ჯღამია, ვანო წილოსანი, ვანო შარვაძე). ეს „გურიას“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. „გურია“ 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 21:3) 23 ქულით…
  • 57
    „ბახმარომ“ წააგო, „გურია“, „მერცხალი“ _ფრესაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…
  • 57
    რა შედეგები აქვს „ბახმაროს“, „გურიას“, „მერცხალს“, „ჩიბათს“ ბოლო ტურშისაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდბს შორის, ჩოხატაურის „ბახმარომ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ ჯგუფში 4 ტურის შემდეგ გათამაშებას „თბილისი 2025“ და „შტურმი“ 10-10 ქულით ლიდერობენ. „ბახმარო“ 4 ქულით (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება;ბ/შ 5:8) 16 გუნდს შორის მე-12 ადგილზეა. მე-4 ლიგის მატჩები გუშინ გაიმართა. ლანჩხუთის…
  • 57
    „გურიამ“ და „მერცხალმა“ გაიმარჯვესსაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის მე-7 ტურის მატჩებში  ლანჩხუთის „გურიამ“ და ოზურგეთის „მერცხალმა“ გაიმარჯვეს. „გურიამ“ სტუმრად ვანში „სულორი“ დაამარცხა 2:0. „მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა  ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ…