„კუკარაჩა”, როგორც თეატრალური დიალოგი ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის! პირველი ერთობლივი რეპეტიცია.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „კუკარაჩა“ პრემიერა 5 ივნისს, 18:00 საათზე, განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება — ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების კოპროდუქციის რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორია.
საერთაშორისო კოპროდუქციის მთავარი მიზანია თეატრალური სივრცის გაფართოება და კულტურათა შორის დიალოგი.
მასპინძელია საქართველოს გენერალური საკონსულო განჯაში და განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
მსგავსი სტატიები
- 82
- 78
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 78
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
- 76
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
- 76
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…