ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში გამორჩეული სოფელია ნაღობილევი, სადაც 700 კაცზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. იგი ძირითადად მთაგორიანია გამოირჩევა სილამაზით, ციტრუსოვანთა ბაღებით და კარგი ადამიანებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გელა აროშიძესთან ერთად სოფელ ნაღობილევის ცენტრში ყოფნისას გვითხრეს, რომ აქაურები ამჟამად სოფლის ზემოთ, ზეგანში სადაცაა ძირითადად ამ სოფლის მაცხოვრებელთა სავარგულები გზას არემონტებდნენ.
_ 150 ოჯახი სარგებლოს მაგ ზეგნით, იქ აქვთ ციტრუსის ბაღები, თხილის პლანტაციები, საყანე ფართობები. წვიმების შემდეგ გზის ცალკეულ მონაკვეთზე გავლა ტრანსპორტსაც უჭირს. მთხოვეს და „სერვისცენტთან“ შუამდგომლობა გავუწიე, ტექნიკას ახმარენ, საკმაოდ რთული გზაა მოსაწესრიგებელი _გვითხრა გელა აროშიძემ.
ადგილზე მივედით. „სერვისცენტრის“ კუთვნილი მძიმე წონიანი ავტომანქანა გზაზე ინერტულ მასალას ჰყრიდა და ტრაქტორი ასწორებდა.
გაუხარდათ ჩვენი მისვლა ქაურებს: თენგიზ ცინცაძეს, გელა, ავთო კაპანაძეებს, ავთო და ზაქრო მახარაძეებს, გენადი ლაბაძეს, სხვებს.
_ დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა ამათ გვერდით ვართ. აქ, ცუდი ამინდების შემდეგ ვერ გაივლიდი. პირველ ეტაპზე სამშენებლო ნარჩენებს ვყრით, შემდეგ ინერტულ მასალას შევიტანთ და გავასწორებთ. აღარ იქნება ათეულობით ოჯახისათვის ნაკვეთში წასვლა პრობლემა _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სოფელ მერიაში ზაზა ბაქანიძემ.
რა გაკეთდა ბოლო პერიოდში სოფელ ნაღობილევში? უპირველესად მუნიციპალური პროგრამით კაპიტალურად შეკეთდა სოფლის დაწყებითი სკოლის შენობა, აღნიშნულ სკოლაში 20-მდე ბავშვი სწავლობს…
ნაღობილევიდან გოგორეთში გადავინაცვლეთ, სადაც მთაგორიანი დასახლებაში უპირველესი გზებია. სოფლის პროგრამებით, სხვა დახმარებებით ამ ლამაზ უბანში 1,5 კილომეტრზეა დაგებული ბეტონის გზა, რომელიც სოფლის ძველი ტაძრის ნანგრევებამდე მიდის. აქაურები გოგორეთის ეკლესიის აღდგენას ფიქრობენ.
ფიქრობენ,რომ გოგორეთის ეკლესია მე-17 საუკუნეშია აგებულია ნატეხი ქვით. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, ხოლო იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. გრძივი კედლების შუაში თითო პილასტრია. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული და გადალესილია.
გურიის აჯანყების დროს, 1841 წელს ცნობილია გოგორეთის ბრძოლაც. 1883 წელს ხვარბეთის საზოგადოების სოფელ გოგორეთის სკოლაში 75 ვაჟი სწავლობდა.1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა. სოფელში ამ დროს მოქმედებდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება და აფთიაქი.
XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. 1928 წლისთვის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაბლობში, ანუ მერეში დასახლდა.
სოფელ კონჭკათის შესახებ ადრეც ვწერდით. სოფელში ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ეს გახლავთ კონჭკათი-ორმეთის 6 კილომეტრიანი კაპიტალური ბეტონის გზა და სოფლის საბავშვო ბაღის კაპიტალური შენობა.
_დასრულდა კონჭკათი-ორმეთის გზის მშენებლობის პირველი ეტაპი. აიგო ყველა საინჟინრო ნაგებობა და 16 სანტიმატრი სისქის ბეტონის საფარი დაიგო 2 კილომეტრ მანძილზე კონჭკათში და ერთ კილომეტრზე ორმეთში. მეორე ეტაპზე ორმეთში კიდევ 3 კილომეტრი გრძივი მეტრი გზის ბეტონის საფარი დაიგება. ეს 6 მილიონიანი გარდამავალი პროექტია, საიდანაც 3 მილიონი ლარი უკვე გაიხარჯა _გვითხრა გელა აროშიძემ.
ორი წელია სოფელ კონჭკათში მუნიციპალური განვითარების ცენტრის დაფინანსებით საბავშვო ბაღი შენდება. მშენებელია ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი“. შენობა ერთსართულიანია და მისი ფართი 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
_ძალიან კარგი პროექტია. თანამედროვე სტანდარტების ბაღი ექნება სოფელს და 50 ბავშვს მიიღებს _გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელის თანაშემწემ გოგიტა აროშიძემ.
ტარიელ აროშიძემ გვთხოვა, სტიქიისაგან დაზარალებული რამდენიმე ოჯახი გვენახა. სოფლის საჯარო სკოლის დირექტორს მინდია გოთუას სახლი მოვინახულეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახლი კარგად იყო გადახურული, ჯარგვალიც ჰქონდა. თოვლმა მაინც ზიანი მიაყენა.
_კომისია იყო. თოვლმა შენობის სახურავი მძიმედ დააზიანა. სახურავის დემონტაჟი უნდა მოხდეს. გვითხრეს თუნუქით გადახურავენ _გვითხრა მინდია გოთუამ.
გელა აროშიძე ამბობს, რომ სოფელში 65 ოჯახს უნდა დაეხმარონ. თავდაპირველ სიაში 34 ოჯახი იყო, შემდეგი დათვალიერებისას 31 ოჯახი კიდევ დაემატა.
პირველ სიაში მყოფი კიდევ ერთი ოჯახი მოვინახულეთ. ავთო სადრაძე სოფლის მექანიზატორი იყო. 1983 წელს მის ოჯახს სახლი დაწვიათ და სოფლის დახმარებით ახალი ააგეს.
წელს დიდი თოვლის დროს სახლზე ავიდა თოვლის გადმოსაყრელად. დაღამებამდე მხოლოდ ნახევარი სახლის სახურავის გაწმენდა შეძლო.. ღამით სახლის მეორე ნახევარის სახურავი მთლიანად ჩაინგრა. საბედნიეროდ ოჯახის წევრები არ დაშავებულან.
_ ვიცი, გადამიხურავენ. თხოვნა მაქვს, როცა გადაიხურება გვეწვიოთ _ ასე დაგვემშვიდობა ავთო სადრაძე.
სოფელ კონჭკათში ბოლოხანს აგებული სპორტული მოედანიც მოვინახულეთ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
მსგავსი სტატიები
- 73
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
- 69
მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
- 67
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
- 66
_ ათეული წლებია ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს ერთი ფენა.(გვითხრეს,…