დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის გურულების დერბი გაიმართა. ოზურგეთის „მერცხალმა“ ლანცხუთის „გურიას“ უმასპინძლა.
საინტერესო და დაძაბული იყო პირველი ტაიმი. ბრძოლა ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა, იყო ორთავე მეტოქის კარისკენ დარტყმის მცდელობები, მაგრამ უზუსტოდ.
მეორე ტაიმი ოზურგეთელების შეტევებით დაიწყო და 51-ე წუთზე ლანჩხუთელთა კარში ნოდარ მაჭავარიანის დარტმის შემდეგ გოლი გავიდა. 1:0.
3 წუთის შემდეგ კიდევ ერთი შეტევა ჰქონდათ მასპინძლებს, კარშიც დაარტყეს, მაგრამ ლანჩხუთელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მერცხალს“ დაეტყო გუნდში არსებული პრობლემები. მეკარე გიორგი გაბრელიანი ნამდვილად არ იყო დღეს საჭირო სპორტულ ფორმაში, აშკარად ჩანდა ფეხის ტრავმა აწუხებდა, რამაც დიდი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.
53-ე წუთზე საკმაოდ შორიდან სულაძის მიერ დარტყმული საჯარიმო „მერცხალის“ კარის კუთხეში გავიდა _1:1.
ამას დაემატა 66-ე წუთზე შეხვედრის არბიტრის ირაკლი აბუსერიძის მიერ „მერცხალის“ კარში დანიშნული საეჭვო პენალტი, წილოსანის დარტმის შემდეგ ლანჩხუთელები დაწინაურდნენ.
73-ე წუთზე მეკარემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, ლანხუთელმა შარვაძემ კვლავ დაარტყა კარისკენ, ბურთი ძელს მოხვდა, მასპინძელთა მცველი დაიბნა და მესამე გოლიც გავიდა „მერცხალის“ კარში.
კარგად თამაშობდნენ კაშია, ჯაფარიძე, ჭანუყვაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ „მერხალის“ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება მთავარ მსაჯს, ერთ შემთხვევაში მასპინძლებს საჯარიმოსთან აშკარა ჯარიმა „აპატია,“ ხოლო ლანჩხუთელთა მწვრთნელს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მისცა გაფრხილება.
3: 1 გაიმარჯვა „გურიამ“.
13 ტურის შემდეგ „გურიას“ (9 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 30:9) 30 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს „ალგეთი“.
„მერცხალი“ 13 ტურის შემდეგ ( 4 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება, ბ/შ 18:21) 17 ქულით მე-9 ადგილზეა.
სამწუხაროდ, მე-3 ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმარომ“ სტუმრად წააგო ლიგის გათამაშების ლიდერთან „შტურმთან“ 0:5. მას 14 ტურის შემდეგ (2 მოგება, 2 ფრე, 10 წაგება, ბ/შ 11:38) 8 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.
მსგავსი სტატიები
- 60
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4… - 59დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის მესამეადგილოსანმა ლანჩხუთის „გურიამ“ გათამაშების ლიდერს „ალგეთს“ უმასპინძლა. „გურიამ“ კარგად ჩაატარა შეხვედრა უშუალო კონკურენტთან და 3:0 დაამარცხა (გოლები ლაშა ჯღამია, ვანო წილოსანი, ვანო შარვაძე). ეს „გურიას“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. „გურია“ 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 21:3) 23 ქულით…
- 58
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში 3/4 ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. მეორე წრის პირველ მატჩში ლანჩხუთის „გურიამ“ გაიმარჯვა. მან ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა. „გურიას“ (10 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 31:9) 33 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში და ერთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ალგეთს.“ ოზურგეთის „მერცხალი“ წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდა… - 58
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,… - 57
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…