დღეს, ასოციაცია ,,გურიას“ ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, ,,მაშავ საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი და ,,მაშავ შალომ კლუბ გურიას“ დირექტორი ზაურ ოსეფაიშვილი ესტუმრნენ.

ცოტა ხნის წინ პროექტის — „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ასოციაცია „გურიას“ დღის ცენტრი შშმ პირებისთვის, ახალი ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა.

პროექტი განახორციელა „მაშავ შალომ კლუბ გურიამ“, ისრაელის საერთაშორისო სააგენტო „მაშავის“ და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით.

ასოციაცია „გურიას“ ხელმძღვანელებმა რომან ლომაძემ, ლანა ლომაძემ სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე პროგრამები და სამომავლოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შემდეგ კი დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისათვის კონცერტი გამართეს.

მსგავსი სტატიები