2025 წლის 10 ივლისს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანს სტუმრობდნენ, რომელიც მდინარე ბახვის წყლის ხეობაში მდებარეობს. „ბახვი 2 ბ ჰესის“ შენობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. რაც შეეხება ბახვი 2 ა და ბახვი 1 ჰესებს, ასევე ჰესების წყალმიმღებებსა და მილსადენს, ამ ობიექტების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პროექტის მენეჯმენტთან ერთად თითოეული ლოკაცია მოინახულეს.
„ნამდვილად არ მეგონა, თუ უკვე ამ დონეზე იქნებოდა წინ წასული, პროფესიულად ძალიან კარგად შესრულებული მშენებლობა. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ ვიზიტორს საკუთარი თვალით შეუძლია ნახოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაკვეთი, სადაც აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, არაა მასშტაბური _ ვშიშობდი, რომ გაცილებით დიდი ტერიტორია იქნებოდა მოცული, მაგრამ მშენებლობას თვალნათლივ ეტყობა, რომ პროექტის მენეჯერები ცდილობენ მაქსიმალურად დაზოგონ გარემო, თავიდან აიცილონ ზიანი ან შეარბილონ ის.
ბევრი რამაა ნაფიქრი და დაგეგმილი ამისთვის პროექტის დასრულების ეტაპზეც. ამ პროცესის მონიტორინგშიც აქტიურად იქნება ჩართული მრჩეველთა საბჭო“, _ განაცხადა ია მამალაძემ, „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა.
„ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი, წლის ბოლოსთვის სამივე პროექტის მშენებლობის დასრულებაა. ბახვი 2 ბ როგორც ნახეთ, დასრულებულია უკვე, ბახვი 2 ა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. დაგვრჩება ყველაზე რთული პროექტი, ბახვი 1 ჰესი, რომელიც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დეკემბრის ბოლომდე დავასრულოთ“- განაცხადა არჩილ ძნელაძემ, ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა.
სამშენებლო პერიმეტრის დათვალიერების შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წევრები სოფელ უკანავაში, სამშენებლო ბანაკში დაბრუნდნენ, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
გიორგი აბრამიშვილი, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი:
„ძალიან ვაფასებთ მრჩეველთა საბჭოს თითოეული წევრის ჩართულობას. 2021 წლიდან დღემდე ჩვენ პრაქტიკულად ერთად მოვდივართ. ნაბიჯი არ გადაგვიდგამს თქვენს გარეშე. ერთმანეთს ალბათ ბევრი რამ ვასწავლეთ ამ დროის განმავლობაში. აუცილებლად მინდა მადლობა გადაგიხადოთ სწორედ ამ უანგარო ჩართულობისთვის. მჯერა, სულ მალე, თოთოეულ ჩართულ მხარეს ექნება საშუალება ამაყად თქვას, მე ავაშენე ბახვი ჰესი. მანამდე კი, დღეს, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ, მენეჯმენტმა, შევასრულეთ დანაპირები და ვაშენებთ ისე, როგორც დაგპირდით, ევროპული სტანდარტებით, ვზრუნავთ ბუნებაზე, ვზრუნავთ ადამიანებზე და წვლილი შეგვაქვს რეგიონის განვითარებაში. ჩვენი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებთ, სოციალური პროექტები, შრომის უსაფრთხოება, მშენებლობის ხარისხი ამისი მაგალითია“.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს წევრები დეტალურად გაეცნენ როგორც მშენებლობის მიმდინარეობას, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების აღსრულებას, მოისმინეს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამსახურის პრეზენტაცია და გამჭვირვალობის, კომუნიკაციის და ჩართულობის ანგარიში.
ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმების კომპონენტის ნაწილში დანაპირები პირნალთლად არის შესრულებული, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტულად დასაქმებას. ამჟამად სამ მოედანზე დასაქმებულია 200 – ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 81 არის ადგილობრივი მოსახელე. კომპანია ასევე, პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივებს, როცა ესაჭიროება მძიმე თუ მსუბუქი ტექნიკის ქირაობა, მოსმახურების თუ გარკვეული პროდუქტების შეძენა.
მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებთან შეთანხმდა მათი 2025 წლის ჩართულობის პროგრამა, რომელიც პირველ რიგში თითოეული საბჭოს წევრის მეტ ინფორმირებულობას ითვალისწინებს.
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს
მსგავსი სტატიები
- 95
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმში დაფუძნდა. საბჭოს შექმნის მიზანი განახლებადი ენერგიის პროექტის, ბახვი ჰესის მშენებლობის გამჭვირვალე და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნვეყოფით განვითარება იყო. იდეა კი, ერთიანი ძალებით (კომპანია და დაინტერესებული მხარეები) ძლიერი ინსტიტუციის მშენებლობის უპრეცედენტო ინიციატივას ემსახურებოდა. დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და…
- 89
2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს. ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო…
- 88
2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 88
#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
- 88
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…