ქალაქ ოზურგეთში №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 200 ბავშვზეა გათვლილი და პროექტის მიხედვით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
განახლების შედეგად, საბავშვო ბაღში მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო. ასევე, მოწესრიგდება უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობის და საკანალიზაციო სისტემები.
ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას სახელმწიფო 3.7 მლნ ლარით აფინანსებს.
მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
მსგავსი სტატიები
- 73
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად… - 73
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის ახლად აშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა. - 73
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 73
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…