20 ივლისს , ოზურგეთში, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საჭადრაკო კლუბში დილიდანვე შეკრებილთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის(უმეტესობა მოსწავლეები) როგორც თანრიგოსანი , ისე მოყვარული მოჭადრაკები. მათ შორის მეზობელი მუნიციპალიტეტიდანაც. ამ დღესთან დაკავშირებული ტურნირის დაწყებამდე, მოკლედ აღინიშნა ჭადრაკის ისტორიისა და მის მიმართ მსოფლიო ხალხების დამოკიდებულებაზე და მნიშვნელობაზე.

შეკრებილთა საჭადრაკო კვალიფიკაციის და ასაკის გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ორი, ერთმანეთთან დამოკიდებელი ტურნირის ჩატარება. პირველ ჯგუფში, ე.წ. “დიდებში“, ფიდეს რეიტინგიანი მოჭადრაკეები გაერთიანდნენ. აქ, რეგიონის და მუნიციპალიტეტის წამყვან მოჭადრაკეებს შორის, ჩართული იქნა ის მოსწავლეებიც,რომლებიც განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში.

მეორე ჯგუფში გაერთიანდნენ უმცროსი ასაკის ჭაბუკები და გოგონები, რომელთა უმეტესობა წარმატებით ასპარეზობს ადგილობრივ ღონისძიებებში.

ტურნირი ორივე ჯგუფში წრიული სისტემით და რაპიდის რეგლამენტით( 10 წთ, +5 წმ-ის დამატებით თითოეულ სვლაზე) წარიმართა.

ე.წ. „ დიდების“ ტურნირი, თანაბარი ქულებით დაამთავრეს გურიის ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა გივი სიამაშვილმა და ნიკოლოზ ბარამიძემ, დამატებითი კრიტერიუმით კი, პირველი ადგილი გივის ერგო. აქ განსახუთრებულ შექებას იმსახურებს დაჩი კიღურაძის, კარგი, გააზრებული თამაში, სადაც ლიდერებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა და დამაჯერებლად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი. ხარისხიანი პარტიები ჰქონდა ამ ჯგუფში ყველა პატარა, ფიდეს რეიტინგიან მონაწილეს ანდრია ადეიშვილს, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა. ინტერესს იწვევდა ტიტულოვანი გიორგი სალუქვაძის თამაში, რომელსაც გარდა იმისა ამჯერად მომზადება აკლდა, ფორტუნაც არ წყალობდა.

მეორე ჯგუფში, ლიდერობა თავიდანვე იგდო ხელში ლაზარე წიტაიშვილმა, რომელმაც უდანაკარგოდ განვლო მარათონი და მაქსიმალური შედეგით დაიკავა პირველი ადგილი. ლაზარესთან ერთად, არანაკლებ შექებას იმსახურებს მართა მხეიძე, რომელიც მეორე ადგილზე,(გოგონათა შორის პირველზე) მხოლოდ ერთი ქულის დანაკარგით გავიდა. მოსაწონი პარტიები ითამაშა, ჭადრაკის დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურიდან ჩამოსულმა გიორგი ბუბუტეიშვილმა. მან ქულების 70% დააგროვა და დამაჯერებლად დაიკავა მესამე ადგილი(ცნობისათვის იგი,“ნონას თასი-2025“ ფარგლებში გურიის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის თანაგუნდელებთან ერთად).

გოგონათა შორის ჩათვლაში პირველობა მარიამ მხეიძეს ერგო, მეორე -მესამე ადგილები კი, ნატალი სურგულაძემ და მაია თავართქილაძემ გაიყო.

ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ტურნირის დახურვა ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელსაც მრავალი ჭადრაკის მოყვარული ესწრებოდა.

წარმატებულ მოჭადრაკეებს შესაბამისად, სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

ზურაბ ანდღულაძე,

გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 84
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    „ბახმარო“ შინ „ორბთან“ 0:5 დამარცხდაჩოხატაურის „ბახმარო“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის მეორე ტურში შინ, „ორბს“ შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცდა.  
  • 82
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 82
    „ნონას თასი _2024“-ის მეორე ეტაპის გამარჯვებული ჯურუყვეთის საჯარო სკოლაა27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
  • 81
    მოსწავლეთა საჭადრაკო ფორუმი.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…