ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული პროგრამით წარდგა.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და მიწვეული სტუმრები.
მსგავსი სტატიები
- 73
- 69
- 67
- 67
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ფოლკლორისტის, გურული საგალობლების მკვლევრისა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. - 67
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი…


