დღეს ანზორის დაბადების დღეა … და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება … აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ:
,, იცით რა არის სოფელში პირველი თოვლი ? ირგვლივ ყველაფერი თოვლითაა დაბურული და საოცარი სიწყნარე სუფევს . მერე აფრენილი შაშვის ჭახჭახზე ჰაერი ტალღისებურად ირხევა და ხის ტოტებზე დადებული ფაფუკი თოვლი ძირს ცვივა . მერე ისეთი იდეალური სიჩუმე ისადგურებს , რომ ციდან მომავალი თოვლის ფანტელების ხმა ისმის . სძინავთ ცხოველებს , ფრინველებს , ისინი თვალებს ახელენ და ისევ იძინებენ , ვერ გარკვეულან , რა მოხდა , მერე მამალი დაიყივლებს და ფრთებს შემოკრავს , მის ყივილზე ისევ ჩამოსცვივა თოვლი დაბურული ტოტებიდან , მას სხვა მამლები გამოეხმაურებიან სოფლიდან , მერე საიდანღაც ყრუდ ისმის ძაღლის ყეფა , ფაფუკი თოვლი შთანთქავს ყველაფრის ხმას , მერე ძროხის ბღავილი ყრუდ მოისმის და სოფელი ნელ – ნელა იღვიძებს . ამაზე ლამაზი არაფერია , საოცარი სიმშვიდისა და მშვენიერების განცდა ისე გეუფლება , რომ სიცივეს ვერ გრძნობ . მერე ბუხარი აგიზგიზდება და შეციებულ კერას გაათბობს . ბაბუა ბუხარში შეშას შეუკეთებს და ხელების ფშვნეტით ხელისგულებს ითბობს , ბებია წინაღამით მოხარშული ლობიოს ქოთანს ცეცხლთან ახლოს მიიტანს , მერე ბავშვებს ერბოკვერცხს შეგვიწვავს ტაფაზე , რომელიც შეშის ალში და კვამლში იწვება . კვამლი განუმეორებელ გემოს აძლევს შემწვარ კვერცხს და ირგვლივ მადისამღძვრელი სურნელი ტრიალებს . ვისაც სოფელში ასეთი დილა არ უნახავს , იგი ზამთრის მშვენიერებას ვერასოდეს შეიგრძნობს … ,, ….. განსაკუთრებით მიყვარს ეს პასაჟი ანზორის ერთ – ერთი წიგნიდან ,, ჩემი სოფელი ,, და ვთვლი რომ იგი მუსიკალობით და ჟღერადობით არაფრით ჩამოუვარდება ანზორისვე სიმღერას ,, ხარება და გოგიადან ,, ….. ვისაც გამოუცდია ასეთი ზამთრის დილა სოფელში იგი გაიგებს …. ჩემს ფბ მეგობრებს არ ვაკადრებ ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება შევახსენო ქართული კულტურის და ხელოვნების წინაშე , დღეს დიდებული მოქალაქის , ხელოვანის , პატრიოტის , ჩვენი უფროსი ძმის და მეგობრის დაბადების დღეა …… მისი ნათქვამია , გენიოსი თუ დაგიძახეს ბედნიერებაა , თუ დაიჯერე უბედურებაო ….. თავად არ ჯერავდა , მაგრამ , ალბათ , ანზორი გენიოსი იყო …. აცხონოს ღმერთმა …
ზურაბ თოიძე
მსგავსი სტატიები
- 95
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
- 93
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 91
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…
- 90
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 89
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…