რა ცვლილებებია საარჩევნო კოდექსში, როგორ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამის შესახებ ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძეს ვესაუბრეთ:
_2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობს არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 31 მაჟორიტარულ ოლქად, აქედან 3 ოლქად არის დაყოფილი ქალაქი ოზურგეთი, ხოლო დაბარჩენი 28 სოფელი. ანუ ყველა სოფელს ეყოლება თავისი მაჟორიტარი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. რაც შეება ქ. ოზურგეთს, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი. პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნებიდან აირჩევა 15 საკრებულოს წევრი.
_ბატონო ბერდია, რა დროში შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, პარტიებს წარმოადგინონ მუნიციპალიტეტის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები?
_საინიციატივო ჯგუფებს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მომართვა შეუძლიათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 47 -ე დღის(18 აგვისტო) და წარმოადგენენ მერს/ მაჟორიტარ კანდიდატებს. რაც შეეხება, პარტიებს მერის და პარტიული სიების წარმოდგენა შეუძლიათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
_ რა შემთხვევაში გამოცხადდება მერობის კანდიდატი გამარჯვებულად?
_ რაც შეეხება მერის არჩევნებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც აიღრბს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ნახევარზე მეტ ხმას, სხვა შემთხვევაში მეორე ტური გაიართება.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს აქ მეორე ტურები არ იქნება და პირველივე ტურში ვინც მეტ ხმას აიღებს ის მაჟორიტარი იქნება გამარჯვებული.
მსგავსი სტატიები
- 64
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 59
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 59
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 58
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 58
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად…