კვირას, გვიან ღამით, ღაზას ქალაქში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საინფორმაციო ტელეარხ „ალ ჯაზირას“ სულ მცირე ოთხი ჟურნალისტი | ინფორმაციას ამის შესახებნ CNN ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის არმიამ ანას ალ-შარიფის სიკვდილი დაადასტურა და განაცხადა, რომ სინამდვილეში ის იყო „ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წევრი“ და ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ქალაქ ჯაბალიაში.

ისრაელის არმიის თანახმად, დოკუმენტებით დადასტურებულია ტელეკომპანია „ალ-ჯაზირაში“ ჰამასის „ტერორისტების ინტეგრაცია“.

ისრაელის პარლამენტმა 2024 წლის აპრილში მიიღო „ალ-ჯაზირას“ ამკრძალავი კანონი. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ალ-ჯაზირა“ ისრაელის უსაფრთხოებას ემუქრება.

 ტელეარხის ცნობით, დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპნენ მოჰამედ კრიკეჰი, „ალ ჯაზირას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ღაზაში, და ფოტოჟურნალისტები იბრაჰიმ ალ თაჰერი და მოჰამედ ნოფალი.
საავადმყოფოს დირექტორის, დოქტორ მოჰამედ აბუ სალმიას თქმით, ალ-შარიფი ალ-შიფას საავადმყოფოს შესასვლელთან კარავში იმყოფებოდა, როდესაც ის მოკლეს. მისივე ცნობით, კარავზე იყო ნიშანი წარწერით „პრესა“.

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ 230-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

მსგავსი სტატიები

  • 58
    კლინიკა „ვივამედის“ და „პარვუს ჯგუფის“ ერთობლივი სამედიცინო აქცია გურიაშისრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
  • 57
    ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
  • 52
    გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცხოვრე დიდხანს!2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…
  • 49
    ტრამპი 500 მილიარდიან პროექტს იწყებს, სიმსივნის განკურნების მიზნით - როგორია გეგმა: „შეიქმნება ვაქცინა..."დო­ნალდ ტრამ­პი 500 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექტს იწყებს _ გეგ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით Stargate, მიზ­ნად ისა­ხავს მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბის შეკ­რე­ბას კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის მიზ­ნით. AI ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რებ­თან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერ­თად და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს "უზ­რუნ­ველ­ყოს ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი“. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, და­ფი­ნან­სე­ბამ შე­საძ­ლოა 500 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წი­ოს. მისი ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია…
  • 48
    ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობსმზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. „დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი…