ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა  _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია“.

„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,_ ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე, თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 88
    სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვაბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ…
  • 86
    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 პირი, მათ შორის ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, მაია ცირამუა და ჟურნალისტები სამართალდამრღვევად ცნო და 5000-5000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრაქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
  • 80
    მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს - შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“. ინფორმაციისთვის, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა…
  • 79
    მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებსმოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა…
  • 79
    ახალი კანონპროექტით მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდებაქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…

არ გამოტოვოთ