გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი – ბელორუსის. ისინი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ამ ეტაპზე კლინიკაში 9 ადამიანი რჩება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმები. მათგან განსხვავებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს და ამ ეტაპზე საოპერაციოდ ქუთაისშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.
მსგავსი სტატიები
- 73
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 69
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
- 68
- 68
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 67
ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შსს აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც…