ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა.
შემაჯამებელ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სახელმწიფო რწმუნებულისგან, მერისგან და სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოესმინათ. პროექტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, მოიცავდა ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი („ჩაერთე მოქმედების დროა“) სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია.
მსგავსი სტატიები
- 70
- 70
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 70
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ. - 68
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.
