სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება – დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს თავიანთი პედაგოგების დამსახურება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი სტატიები

  • 89
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 87
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 86
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტში გაგაცნობთ ბარბარე ბარამიძეს ბარბარე განსაკუთრებული სამყაროს პატარა მოქალაქეა - მას დაუდგინდა აუტიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია მის  უსასრულო და საოცრად ფერად სამყაროში. ის ყოველდღე გვახსენებს, რომ განსხვავებულობა სილამაზეა — როცა სიყვარულით, თანაგრძნობითა და…
  • 86
    „პარვუს ჯგუფი“ ჰესების მშენებლობასთან ერთად განათლებაში ინვესტირებასაც ახორციელებს - პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის „ბასრა ჰესებზე“პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…
  • 85
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…