ცნობილი პედაგოგი ნანი სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა,სადაც 50 წელი ვიმუშავე,ჩემი ცხოვრების ნაწილია.იგი ყოველთვის იყო და რჩება ჩემი სულის ტაძრად.ნახევარი საუკუნეა დედაენის მადლით ვუზიარებ ცოდნასა და სიყვარულს თვალხატულა გოგო-ბიჭებს,მათთან ერთად ვცხოვრობ სიხარულით,შრომით,გამარჯვებებით,აღმოჩენებით… ეს წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრების შთაგონება და ძალაა. სკოლა ჩემი სულის ტაძარია! მრავლისმთქმელია ჩემთვის,რომ სასწავლო წლის დასაწყისი ჩემ დაბადების დღესაც ემთხვევა.მილამაზებს ცხოვრებას აქ მიღებული ტიტულები, წარმატებები… მაგრამ ეს მხოლოდ ჯილდოა.მოსწავლის ერთი თბილი შემოხედვა,თბილი ,,მასწავლებელო” გადასწონის ყველა ჯილდოს,მაძლიერებს,მოტივაციას,ენერგიას და ფანტაზიას მმატებს.ყველაზე ძვირფასი ის ადამიანური კავშირებია,რომლებიც ამ წლების განმავლობაში შევქმენი. მთავარი ის არის,რომ ჩემი ცხოვრების შრომა ასახულია ასობით მოსწავლის ბედნიერ გზაზე,მათ გამარჯვებებსა და ღირსეულ ცხოვრებაში.სიყვარულითა და სიამაყით მოვიკითხავ ყველა ჩემს აღზრდილ მოსწავლეს ამ 50 წლიანი გზიდან.თითოეული თქვენგანი ჩემი შრომის გაგრძელებაა და ჩემი ცხოვრების დიდი გამარჯვება. ….. ბევრჯერ დავღლილვარ და ბევრიც მიტვირთია,მაგრამ სიხარულიც ბევრი მიმიღია,ჩემი სკოლა ჩემთვის სულის ტაძარია,ამ კედლებში ყოფნა ჩემს გულს უხარია !…
ნანი სალუქვაძე.
15 სექტემბერი. 2025 წელი.
მსგავსი სტატიები
- 84
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად…
- 82
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 81
ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…
- 81
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შემოქმედის თემის პირველკლასელებისთვის სასკოლო მზადება განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. შემოქმედის, გომისა და კვირიკეთის სკოლებში წელს სულ 12 პატარა პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ წინასასკოლო შეხვედრა მოუწყო. პატარებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს, ითამაშეს შემეცნებითი, სახალისო „სასკოლო“ თამაშები და…
- 80