ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მიზნად წარმატებული მოსწავლეების წახალისებას ისახავდა.
დაჯილდოების ცერემონიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა ესწრებოდნენ, რომლებმაც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს 100 ოქროს მედალოსანი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 – და 70 – პროცენტიანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები და მათი სკოლები.
მსგავსი სტატიები
- 76
შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
- 76
- 75
- 75
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 74