„პარვუს ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ინიციატივების მხარდაჭერას და თემის სკოლების გაძლიერებაზეზრუნვას. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებისა  დაჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

შემოქმედის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი ჯანსაღი ცხოვრების წლად გამოაცხადა და გარკვეული აქტივობები დაგეგმა მოსწავლეთა, მათი ოჯახის წევრების და პედაგოგების მონაწილეობით.

კამპანიის მხარდაჭერა „პარვუს ჯგუფმა“ საკუთარ თავზე აიღო და შემოქმედის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლის მოსწავლეები უკვე შეძლებენ უფრო აქტიურად და სრულფასოვნად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ ფიზიკურ განვითარებას, ასევე გუნდურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბავშვებს შევუქმნათ უკეთესი პირობები სწავლასა და განვითარებაში. დაუფიქრებლად გამოვეხმაურეთ სკოლის ინიციატივას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ვხედავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის სპორტს, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით სკოლას ახალი, ხარისხიანი სპორტულიინვენტარით,“ – აცხადებენ „პარვუს ჯგუფში“.

„პარვუს ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს თემში, მათ შორისაა – საგანმანათლებლო მხარდაჭერა, კულტურული ღონისძიებები და თემში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კომპანიის თქმით, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ თემში სკოლების დახმარებას.

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 77
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…
  • 77
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 77
    „პარვუს ჯგუფის“ ტრადიციული საჩუქარი შემოქმედის თემის პირველკლასელებსახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შემოქმედის თემის პირველკლასელებისთვის სასკოლო მზადება განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. შემოქმედის, გომისა და კვირიკეთის სკოლებში წელს სულ 12 პატარა პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ წინასასკოლო შეხვედრა მოუწყო. პატარებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს, ითამაშეს შემეცნებითი, სახალისო „სასკოლო“ თამაშები და…
  • 76
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…