დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მ-4 ლიგა) 22-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ლანჩხუთის „გურია“ რომელიც ლიდერთა შორისაა და მომავალ სეზონისთვის მე-3 ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის, შინ ვანის „სულორს“ შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ გურია 40 წუთის განმავლობაში აგებდა ამ მატჩს და შემდეგ 11 წუთში 3-ჯერ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე. ლანჩხუთელთაგან დუბლი ვანო შარვაძემ და თემურ შარაშენიძემ შეასრულეს.
გაიმარჯვეს სხვა ლიდერებმაც: „იბერია 2010“ წყალტუბოს „სამგურალი 2“-ს სძლია 2:1, ხოლო ხაშურის „ივერიამ“ „ალგეთს“ 1:0.
გათამაშებას 47 ქულით „იბერია 2010“ ლიდერობს _47 ქულა: მეორე ადგილზეა „ივერია“ _45 ქულა.
„გურია“ (13 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება, ბ/შ53:21) 44 ქულით მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება „მერცხალს“, იგი სტუმრად „ვიტ ჯორჯია 2“-ს შეხვდა და დიდი ანგარიშით 2:8 დამარცხდა.(„მერცხალმა“პირველ წრეში შინ, 4:2 დაამარცხა მეტოქე).
ამ მოგებით „ვიტ ჯორჯიამ“ „მერცხალს“ გადაუსწრო და 27 ქულით მე-10 ადგილზეა. „მერცხალი“ კი (6 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება, ბ/შ 36:46) სახიფათო ზონასთან ახლოს _მე-11 ადგილზეა.
მსგავსი სტატიები
- 76
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა) ლანჩხუთიის „გურიამ“ სტუმრად „მაჭახელა“ 0:6 დაამარცხა. ოზურგეთის „მერცხალმა“ კი შინ მიიღო „მერანი-მრეტები“. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 10:1) „გურიას“ 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. „მერცხალს“ კი _ (1 მოგება, 1 ფრე, 2… - 76
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,… - 75
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში გაიმართა მე-4 ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები. ლანჩხუთის „გურიამ“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 10:0 დაამარცხა „მაჭახელა“, ხოლო პირველ ადგილზე მყოფმა „იბერია 2010“-მა სტუმრად „გაგრა 2“_თან დამარცხდა 1:2. „გურიას“ 19 ტურის შემდეგ (12 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება; ბ/შ 49:17) 41 ქულით გათამაშების ლიდერი გახდა, ხოლო „იბერია 2010“40 ქულით… - 74
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2… - 74
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა), 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ გასვლით მატჩში წალენჯიხაში, უშუალო კონკურენტთან, „სქურთან“ 0:1 დათმეს მატჩი და სატურნირო ცხრილში 44 ქულით( 13 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება, ბ/ს 53:22) მე-4 ადგილზე არიან. გათამაშებას 47 ქულით „იბერია 2010“ ლიდერობს. 45-45 ქულა აქვს ხაშურის „ივერიას“ და „სქურს.“…