„ფორმულა“ წერს, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა“, – დაწერა ციცქიშვილმა ფეისბუკზე დღეს, 20 ოქტომბერს, დღის პირველის ნახევრისთვის.
„რომ ჰგონიათ, ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ჟურნალისტი.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.