ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები.

.ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა.

ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.

ბექა ჩხიკვიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. სოფო რამიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის იურისტი იყო, ხოლო გურამ გოლიაძე  კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობდა.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 69
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 67
    ოზურგეთის და ჩოხატაურის მერები უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენგურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ  ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ახალი მერები წარადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მინდია ჟღერია უხელმძღვანელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ახალ ხელმძღვანელებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანი მუშაობა უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისათვის და გუნდის თითოეული წევრი სწორედ ამ მიზნისკენ უნდა იყოს…
  • 66
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 66
    ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებსობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. როგორც ცნობილია, ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მერის პირველი მოადგილე და ვიცე-მერია. ცნობისთვის, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობდა 14 მაისს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა.