რა შემოსავალს იღებენ პენსიაზე გასული მოქალაქეები ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში? ამის შესახებ სტატიას ყაზახური Forbes-ი აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყაზახეთში 2.2 მილიონი პენსიონერი ცხოვრობს. ამ ადამიანების საშუალო პენსია დაახლოებით $220-ს შეადგენს. პენსიაზე გასვლისთვის დაშვებული ასაკი კი მამაკაცებისთვის 63 წელია, ხოლო ქალებისთვის 59.5. თუმცა, ქალების საპენსიო ასაკი ყოველწლიურად იზრდება და 2027 წლისთვის, ქალებისთვისაც 63 წელი გახდება.

ყაზახეთში საშუალო თვიური ხელფასის გათვალისწინებით ($473), პენსია ხელფასზე 2,15-ჯერ მცირეა. მსგავსი თანაფარდობა კიდევ რუსეთში, იტალიაში, ფინეთსა და კანადაში გხვდება.

რამდენია პენსია სხვადასხვა ქვეყანაში? გთავაზობთ რამდენიმე მათგანს დეტალურად:

აშშ

აშშ-ში, ისევე როგორც სხვა არაერთ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში ხანდამზულთა პენსია მრავალსაფეხურიანია და ის ინდივიდუალურ დაგროვებით სისტემას ეფუძნება. პენსია შედგება როგორც სახელმწიფოს მიმართ დასაქმებულის მიერ გადახდილი გადასახადისგან (payroll Tax), ასევე ინდივიდუალური საპენსიო დანაზოგისგან. ფაქტობრივად პენსიის ოდენობა დამოკიდებულია დასაქმებულის ანაზღაურებასა და ნამუშევარი წლების რაოდენობაზე, ასევე მისი დაგროვებითი საპენსიო პაკეტის მომგებიანობაზე. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ში არ არის დადგენილი ხანდაზმულობის მინიმალური სტანდარტული პენსია, ხოლო სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები კი სოციალურ შემწეობას იღებენ. რაც შეეხება საშუალო პენსიის ოდენობას ის (რამდენიმე საფეხურის ჩათვლით) საშუალოდ $1503 დოლარს შეადგენს.

აშშ-ში საშუალო ხელფასი $4150-ს შეადგენს, რაც პენსიაზე 2,76-ჯერ მეტია. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 67 წელია, ქალებისთვის კი 65. თუმცა, პენსიაზე ნაადრევად გასვლაც შესაძლებელია, საპენსიო გადასახადის 20%-ის გადახდით. (ამით მოქალაქეს პენსიაზე გასვლა 62 წლიდან შეუძლია).

კანადა

კანადაში საშუალო ხელფასი $3400-ს შეადგენს, აქაც პენსია რამდენიმე საფეხურისგან – სახელმწიფო და ინდივიდუალურ დაგროვებითი კომპონენტებისგან შედგება. კანადაში ამ კომპონენტების ჯამით მიღებული პენსიის საშუალო ოდენობა თვეში $1416-ია. ეს საშუალო ხელფასთან შედარებით 2,4-ჯერ ნაკლებია. კანადაში პენსიაზე გასვლა მაცხოვრებლებს 65 წლის შემდეგ შეუძლიათ.

საფრანგეთი

საფრანგეთში საშუალო ხელფასი $3609-ს შეადგენს, აქაც პენსია რამდენიმე საფეხურისგან – სახელმწიფო და ინდივიდუალურ დაგროვებითი კომპონენტებისგან შედგება. საფრანგეთში ამ კომპონენტების ჯამით მიღებული პენსიის საშუალო ოდენობა თვეში $1170-ია. ეს საშუალო ხელფასთან შედარებით 3.08-ჯერ ნაკლებია.

ლიხტენშტეინი

ლიხტენშტეინში საშუალო ხელფასი $5850-ს სცდება.აქაც პენსია რამდენიმე საფეხურისგან – სახელმწიფო და ინდივიდუალურ დაგროვებითი კომპონენტებისგან შედგება. ლიხტენშტეინში ამ კომპონენტების ჯამით მიღებული პენსიის საშუალო ოდენობა
თვეში $3510-ს უდრის, რაც ხელფასზე 1,66-ჯერ ნაკლებია.

დანია

ლიხტენშტეინის მსგავსად, დანიაშიც ძალიან კარგი პირობებია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. საშუალო ხელფასი ქვეყანაში $3835-ს უდრის, პენსია კი სახელმწიფო და ინდივიდუალური დაგროვებითი კომპონენტების გათვალისწინებით საშუალო ხელფასზე 1,27-ჯერ ნაკლებია – $3000-ის ოდენობით.

გერმანია

გერმანიაში საშუალო ხელფასი თვეში $4412-ს უდრის. საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფო საპენსიო ფონდისგან და ინდივიდუალურად დაგროვებული პენსიის სახით თვეში საშუალოდ 1263 ევროს იღებენ.

ფინეთი

ყოველთვიური ხელფასი ფინეთში $4151-ს შეადგენს. საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსგან და ინდივიდუალურად დაგროვებული პენსიის სახით თვეში 1781 დოლარს იღებენ. ფინეთში საპენსიო ასაკი 63 წელს შეადგენს.

იტალია

იტალიელების ხელფასი საშუალოდ $2826-ს უდრის. 67 წლის ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსგან და ინდივიდუალურად დაგროვებული პენსიის სახით თვეში საშუალოდ $1404-ს იღებენ.

თურქეთი

საშუალო ხელფასი თურქეთში თვეში $1200-ს შეადგენს. საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფოსგან და ინდივიდუალურად დაგროვილი პენსიის სახით საშუალოდ $699 დოლარს იღებენ.

იაპონია

იაპონიაში საშუალო ხელფასი $2971-ია.  საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფოსგან და ინდივიდუალურად დაგროვილი პენსიის სახით თვეში საშუალოდ $1700-ს იღებენ.

ბელორუსი

ბელორუსში ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ $479-ს შეადგენს. საპენსიო ასაკი ქალბატონებისთვის 56,5 წელია, მამაკაცებისთვის კი 61,5. ბელორუსის მაცხოვრებლების საბაზისო პენსია $169-ს უდრის.

რუსეთი

რუსეთში ყოველთვიური საშუალო ხელფასი $463-ია. პენსიაზე გასვლა 56,5 წელს გადაცილებულ ქალბატონებს და 61,5 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შეუძლიათ. რუსეთში საბაზისო პენსია $212-ია.

ყირგიზეთი

ყირგიზეთში ხელფასი საშუალოდ $215-ს უდრის. საპენსიო ასაკი კი 55 წლიდან იწყება ქალბატონებისთვის, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წლიდან. ყირგიზეთში პენსია საშუალო ხელფასზე სამჯერ ნაკლებია და $72-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 220 ლარით ($66.07). 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 30 ლარით და შეადგენს 250 ლარს ($75.08). საპენსიო ასაკი კი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის 60 წელია. რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1 129.5 ლარს შეადგენდა, რაც 11 ნოემბრის კურსით $339.19-ია.

ავტორი ანა კლდიაშვილი

Forbes

მსგავსი სტატიები

  • 65
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 63
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 60
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 60
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 59
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…