დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა. მას 53 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა დღეს ზაზა დამენია გაიხსენეს და მის მშობლიურ ქალაქ ოზურგეთის ომში დაღუპულთა პარკში მდებარე საფლავი ყვავილებით შეამკეს. გმირის საფლავთან იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის და მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები და ზაზა დამენიას ოჯახის წევრები.
საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. იგი 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა, იბრძოდა აფხაზეთში. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კაპრალმა ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა: საქართველოს ეროვნული გმირი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა.

მსგავსი სტატიები

  • 72
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 71
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 70
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 70
    ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობააავტორი: თემურ მარშანიშვილი 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, აქ არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანახმად ხელშეკრულებისა, გამორიცხული არ არის, რომ მამული ჩამოგვერთვას. 2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთში ერთი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: ავთანდილ ბერიშვილის წიგნის „ნაგომარიდან ლევილამდე“ ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას…
  • 67
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…

არ გამოტოვოთ