ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს და მოლაპარაკებები არ ჩაშალოს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„ომის დაწყებისას ვურჩიე როგორ უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა, ეს 28 პუნქტი ახლა არ იქნებოდა. თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზრებში არსებობა გააგრძელოს, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ მოლაპარაკებებია საჭირო და არა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღოს.
ასევე, მისი თქმით, უკრაინას ახლა ზღვაზე გასასვლელი აქვს, მაგრამ „შესაძლოა, ეს ასე აღარ იყოს“.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. ახლა თქვენ ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
წყარო: ip.ge
მსგავსი სტატიები
- 62
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 62აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 61
„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ორბანის თქმით, უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. მისივე თქმით, ბრიუსელი აფინანსებს მისი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის. „ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს… - 61
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 60აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…