
პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL-ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ განხორციელდა დასაქმების პოლიტიკა ბახვი ჰესის მიერ და რა სარგებელი მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პროექტიდან.
„ყველაზე აშკარა სარგებელი არის სამუშაო ადგილების შექმნა. „ბახვი ერთისა” და „ბახვი ორის“ სამუშაო ძალის დაახლოებით 30 პროცენტი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობაა. პროექტის განმახორციელებლის მიერ დაინერგა სპეციალური სისტემა, რამაც უზრუნველყო ადგილობრივი მუშახელის მოძიებისა და დასაქმების პროცესის სიმარტივე.
გარდა დასაქმებისა, აღნიშვნის ღირსია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლებას განახლებად ენერგიასთან და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროფესიულ ორიენტაციას. ასევე, უმაღლესი განათლების ეტაპზე სწავლის დაფინანსებას კონკრეტულ ფაკულტეტებზე.
განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, შშმ პირების დახმარება და ბევრი სხვა.
რაც შეეხება დასაქმებასა და გამოწვევებს,უნდა ითქვას, რომ სწორად მართულ პროცესში ყველა გამოწვევის დაძლევაა შესაძლებელი. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის უნარები პროექტის მოთხოვნებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას საჭიროა როგორც მაღალკვალიფიციური, ასევე არაკვალიფიკაციური და ნახევრად კვალიფიციური მუშახელი. უნდა ვიცოდეთ, ზოგიერთი უნარის განვითარება ადგილზეც არის შესაძლებელი ტრენინგებისა და სწავლების გზით, რისთვისაც საჭიროა გამოცდილი კადრები. ასევე, მნიშვნელოვანია მუშახელის ხელმისაწვდომობის საკითხი. მაგალითად, სოფლების შემთხვევაში სეზონურობის ფაქტორს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე. შეიძლება, წლის გარკვეულ პერიოდში სოფლის მოსახლეობა მზად იყოს დასაქმებისთვის, მაგრამ შემდეგ ფერმერული საქმიანობის გამო სამუშაოზე გასვლა ვეღარ შეძლოს. ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი დასაქმების ორგანიზებისას“.
ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე:
მსგავსი სტატიები
- 92
30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის… - 90
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის… - 90
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. … - 89
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა… - 89ინტერვიუ -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…