15 – 17 ნოემბერს გურიის საჭადრაკო კლუბში თორნიკე ხვედელიძის XI მემორიალი, გურიის რეგიონული ღია საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
♟️ასპარეზობაში როგორც უფროსი თაობის სპორტსმენები, ასევე სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც ბიც – ტურნირში იასპარეზეს.
♟️ შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ჭადრაკის სექციის სპორტსმენმა, 9 წლის გაბრიელ სალუქვაძემ წარმატებით იასპარეზა, ბლიც – ტურნირის თითქმის ყველა შეხვედრა მოიგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გაბრიელ სალუქვაძეს ტურნირის ორგანიზატორებისგან (გურიის ჭადრაკის ფედერაცია) დიპლომი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
✅️ მწვრთნელი – ელგუჯა ურუშაძე, გიორგი გოგოლაური

მსგავსი სტატიები

  • 81
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 79
    გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე - ჩემპიონი გახდა! ქ. ლანჩხუთში დღეს დასრულდა ლანჩხუთის ახალგაზრდული ფესტივალი, ჭადრაკის ტურნირი 10 წლამდე ჭაბუკთა შორის. ტურნირში წარმატებით იასპარეზა და შინ ვერცხლის მედლით დაბრუნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ჭადრაკის სექციის სპორტსმენი გაბრიელ სალუქვაძე. 9 წლის გაბრიელმა7 პარტიიდან 5,5 აიღო და დამსახურებულად შეჯიბრის ვიცე - ჩემპიონი გახდა.  მწვრთნელები : ელგუჯა ურუშაძე,…
  • 76
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 76
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 75
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…

არ გამოტოვოთ