„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. მისივე თქმით, ბრიუსელი აფინანსებს მისი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის.
„ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, სუვერენიტეტი ევროპული პოლიტიკური სისტემის საფუძვლად უნდა დარჩეს, მისი აზრით კი, ევროკავშირის ამჟამინდელი სტრუქტურა ვერ ემსახურება მის წევრებს, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში მაცხოვრებლებს.
ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირში დარჩება დაძაბულობის მიუხედავად.
„არაფერს ვბლოკავ ევროკავშირთან. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეუძლებელია.
მიგრაციის საკითხზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა შეინარჩუნოს უფლება, გადაწყვიტოს, ვის შეუძლია ქვეყანაში შესვლა და ცხოვრება.
„თუ ქრისტიანულ ქვეყანაში დიდი რაოდენობით არაქრისტიანებს შეუშვებთ, ეს დემოკრატიაზე იმოქმედებს“, – განაცხადა ორბანმა.
უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარებასთან ახლოს არიან, თუმცა ეს ერთიან ტრანსატლანტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული.
„აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა. ევროპელები – არა.ის, რასაც ისინი ამბობენ, იმას ნიშნავს, რომ მათ ომის გაგრძელება სურთ“, – განაცხადა ორბანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია მშვიდობით.
ჟურნალისტის კითხვაზე მისი ძირითადი ღირებულებების შესახებ ორბანმა უპასუხა: „ღმერთი, ერი, ოჯახი, თავისუფლება“.
trialeti.ge
მსგავსი სტატიები
- 75
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 74აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 73
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 73
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 73აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…