მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება „ქართული ოცნების“ კოორდინირებულ თავდასხმას დამოუკიდებელ მედიაზე და გამოხატავს სრულ სოლიდარობას ჟურნალისტებთან, რომლებიც ყოველდღიურად უმძიმეს პირობებში ახორციელებენ პროფესიულ მოვალეობას.
„ქართული ოცნება აგრძელებს თავდასხმას დამოუკიდებელ ონლაინ და გამომძიებელ მედიაზე, იყენებს რა კონტროლირებად პროპაგანდისტულ მედიას, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყაიდის მეთოდებით ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას გამორჩეული რედაქციებსა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ტელეკომპანია “იმედმა” თავისუფალი ონლაინმედიის წინააღმდეგ ე.წ. “ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ის პროფესიონალ ჟურნალისტებს „აგენტებად“, ხოლო მაღალი პროფესიული სტანდარტით მომუშავე გამოცემებს „ანტიქართულად“ აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან შეუთავსებელი და შეთხზული ისტორიების კასკადით ის თავს ესხმის მედიასაშუალებებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია ეჭვგარეშეა.
მსგავსი შემთხვევები არ არის ერთჯერადი ან შემთხვევითი, ყველა ეს ქმედება მიზანიმართულად და გეგმიურად ხორციელდება უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ „ქართული ოცნებამ“ მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, უკანონოდ აკავებს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და ასამართლებს მათ. დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება მზია ამაღლობელი. მხოლოდ ბოლო ერთ წელში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაფიქსირდა 600-ზე მეტი ინციდენტი, რაც მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, დაკავებას, მუქარას და დაჯარიმებას. ამის საპირისპიროდ, ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში არ მიუცია არცერთი პირი.
დამოუკიდებელი ონლაინმედია და გამომძიებელი ჟურნალისტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ დღეებში. ისინი აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისებზე, კორუფციულ სკანდალებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სოციალური პრობლემებსა და საჯარო ინტერესის საკითხებზე მუშაობით, რას საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს”, – ნათქვამია გგავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პატივს სცემს მათ პროფესიულ საქმიანობას.
“ჩვენ ვდგავართ Sinatle Media • სინათლე მედია გვერდით სამართლიანობის, მედიის თავისუფლებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინტერესების დასაცავად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 95
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული… - 93
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK… - 91
მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთის ამბების“ რედაქტორსა და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს. „ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“, — აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია. კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან… - 90
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,… - 90
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…