მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ბულგარელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ერთი გოლი ბულგარეთის კარში შეხვედრის 88-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სტატიები