მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში, 18 დეკემბერს გაიხსნა შესანიშნავი ბათუმელი მხატვრების, ვაჟა და გელა გორგილაძეების გამოფენა.
ძმებ გორგილაძეების შემოქმედება უდავოდ გამორჩეულია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ვერნისაჟზე წარმოდგენილია გელა გორგილაძის დახვეწილი, ოსტატურად შესრულებული კომპოზიციები; მათ შორის, ქალაქის პეიზაჟები, სადაც გაცოცხლებულია ძველი ბათუმის უკვე რარიტეტად ქცეული ღირშესანიშნაობანი; დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა ვაჟა გორგილაძის უაღრესად საინტერესო გობელენების მთელ სერიას.
გამოფენის გახსნისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა – გრაფიკოსმა ავთანდილ თავართქილაძემ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა პაატა კუნჭულიამ; ბათუმელმა მხატვრებმა: ნოდარ კვირკველიამ და ირინა ტორონჯაძემ;
გურიის რეგიონის შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ თამაზ დარჩიამ, მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა  და სხვა სტუმრებმა.
 გამოფენა შობამდე გასტანს. ოზურგეთელ ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ, ეწვიონ ოზურგეთის სახვითი ხელოვნების  ცენტრს.

მსგავსი სტატიები

  • 71
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 68
    ოზურგეთში ბათუმელი მხატვრის მერაბ კვაჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნამერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა ბათუმელი მხატვრის მერაბ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას მეორედ უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უახლესი ნამუშევრები სხვადასხვა სერიებად, მათ შორის ,,მოგონებები გურიაზე" და ,,თევზები". სტუმრები აღნიშნავდნენ ნახატების განსაკუთრებულობას, მხატვრის ოსტატობასა და რუდუნებით შესრულებულ კომპოზიციებს. მოწვეულ სტუმრებს  სიტყვით მიმართეს: ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ, ოზურგეთის სურათების გალერეის…
  • 68
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 66
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 65
    გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა ოზურგეთში9 სექტემბერს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…