2025 წლის 19–20–21 დეკემბერს, დაბა ურეკში გაიმართება ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იური ჩხაიძის სახელობის სამდღიანი ტურნირი ფეხბურთში. ტურნირის მთავარი გამარჯვებული ქობულეთის „ბომბორა 1“ აკადემია გახდა, რომელმაც ოქროს ფინალში „ფოთი 1“ 4:2 დაამარცხა.
ტურნირი ჩატარდა 2017 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის და მასში მონაწილეობას მიიღეს 9 გუნდმა აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან.
ტურნირის მიზანი გახლდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ვეტერანი ფეხბურთელების ღვაწლის დაფასება, მათი ისტორიის გაცნობა ახალი თაობისთვის.
ოქროს ნახევარფინალში „ბომბორა 1“-მა „ლაგუნა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ოზურგეთის „ბრიჯისა“ და „ფოთი 1“-ის დრამატული მატჩი ფრედ, 5:5 დასრულდა, პენალტების სერიაში ფოთელებმა იმარჯვეს: 4:2.
ოქროს ფინალში კი „ბომბორა-1“ აკადემიამ „ფოთი“ ერთი 4:2 დაამარცხა და იური ჩხაიძის თასს დაეუფლა.
რაც შეეხება ოქროს მესამე ადგილს აქ „ლაგუნამ“ ოზურგეთის „ბრიჯს“ მოუგო.
ვერცხლის ფინალში ურეკის „ფინტი“ „ჩელეს აკადემიას“ შეხვდა, 2:1 მოუგო; ხოლო მე-3 ადგილისთვის „ფოთი 2“-მა „ლაგუნა 2“4:2 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდებს და ფეხბურთელებს შესაბამისი თასები და მედლები გადასცეს.
ვერცხლის ლიგადან საუკეთესო მეკარის პრიზი ურეკის „ფინტის“ მეკარე ლუკა თურმანიძემ დაიმსახურა; ოქროს ლიგიდან კი დანიელ ბოლქვაძემ („ბომბორა“ ქობულეთი).
საუკეთესო მცველის პრიზი თედო ჩხაიძეს გადაეცა („ფინტი“ ურეკი);

საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: ვერცხლის ლიგიდან _ გუგუა ნიჟარაძე („ჩელე აკადემია“); ოქროს ლიგიდან _აპოლო სიჭინავა _(„ფოთი 1“).
ტურნირის ბომბარდირი გახდა ოზურგეთის „ბრიჯის“ თავდამსხმელი კახა მალაზონია, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული საფეხბურთო კლუბ „ფინტის“ მიერ (დამფუძნებელი და მწვრთნელი მირიან გაგუა). როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებმა დახურვის ცერემონიალის დროს აღნიშნეს, ასევე სამადლობელი ეკუთნის ურეკის საფეხბურთო ბაზის მფლობელს, „იბერია 1999“ პრეზიდენტს ტარიელ ხეჩიკაშვილს,შპს „ანკერის“ მფლობელებს თენგიზ ქურცუას და სალომე გოგუაძეს.
იური ჩხაიძე ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელი იყო — იგი თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში, ასევე ოზურგეთის „მერცხალში“, სადაც მოგვიანებით მთავარი მწვრთნელის როლშიც საქმიანობდა. იგი ასევე იყო საფეხბურთო კლუბ „ბასა“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მსგავსი სტატიები
- 84
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 81
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 79
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი… - 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78ოზურგეთელი იური ლომაძე მუჰამედ მალოს სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია! ქართველმა მოჭიდავემ ( ბერძნულ - რომაული სტილი ) 72კგ-ს ფინალში მეჰმეთ მუსტაფა შაჰინი 7 : 3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საერთაშორისო ტურნირი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. მწვრთნელები - ძმები ზურაბიანები