ამაგდარ პედაგოგს, პოეტსა და ლოტბარს ნოდარ დონაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. მან თითქმის 60 წელი მოახმარა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს თხინვალის საჯარო სკოლაში.
ნოდარ დონაძის მამა არტემ დონაძე განთქმული მომღერალი გახლდათ. იგი ცნობილი იყო თავისი პოეზიითაც, რომლის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ქართველი და უკრანელი ხალხის მეგობრობას მიუძღვნა, 1938 წელს დაიბეჭდა საბჭოთა მთავარ გამოცემა „პრავდაში“.
ნოდარი ცნობილ მუსიკოსსა და ფოლკლორისტთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლში, რომლის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობდა ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალის მომღერალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა ფესტივალებზე. ასევე ხელმძღვანელობდა თხინვალის სკოლასთან არსებულ ხალხური ხალხური სიმღერების შემსწავლელ სტუდიას, რომელიც ვლადიმერ და ანზორ ერქომაიშვილებმა შექმნეს.
წარმატებით გამოდიოდა „გურიის გაზაფხული“ და სხვა ფესტივალებზე ნოდარ დონაძის საოჯახო ანსამბლი, სადაც მის მეუღლესთან ერთად შვილები თამრიკო, ნინო, ნუგზარი გამოდიოდნენ.
წლების მანძილზე იყო თხინვალის სასოფლო კლუბის ხელმძღვანელი. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა ოზურგეთის რაიონულ გაზეთში, ხელმძღვანელობდა ამ გაზეთის თხინვალის საგუშაგოს.
აქტიური ადამიანი არაერთხელ აირჩიეს თხინვალის სასოფლო საბჭოს დეპუტატად.
ნოდარ დონაძე ცნობილია სამწერლო ასპარეზზეც, არის რამდენიმე წიგნის ავტორი („თხინვალი და თხინვალელები,“„მოგონებები,“„ჩემი პოეზია სულის სიმფონია,“„მიძღვნა,“ „იმედი, სულის ჯავარი,“ „სკოლის პედაგოგები.“)
ნოდარის შვილიშვილი ნოდარ დონაძე (უმცროსი) გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. არის ფოლკლორის ცენტრის გუნდის წევრი. წელს, 19–21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი „ვეენგარა“ სან პაოლო ალბანესეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე იტალიელი მსმენელის წინაშე წარსდგა.
ნოდარ დონაძე (უფროსი) მიუხედავად ასაკისა, დღესაც მხნედ გამოიყურება.
ვუსურვებთ ბატონ ნოდარს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

ფოტოზე: გალობის უნივერსიტეტის გუნდი „ვეენგარა“ სან პაოლო ალბანესეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე.(მე-2 რიგში, შუაში ნოდარ (უმცროსი) დონაძე.
მსგავსი სტატიები
- 78
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 77
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 76
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს … - 73
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს… - 73
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…