2025 წლის 19–20–21 დეკემბერს, დაბა ურეკში გაიმართება ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იური ჩხაიძის სახელობის სამდღიანი ტურნირი ფეხბურთში.
ტურნირი ჩატარდება 2017 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის და მასში მონაწილეობას მიიღებს 9 გუნდი აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან.
იური ჩხაიძე ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელი იყო — იგი თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში, ასევე ოზურგეთის „მერცხალში“, სადაც მოგვიანებით მთავარი მწვრთნელის როლშიც საქმიანობდა. იგი ასევე იყო საფეხბურთო კლუბ „ბასა“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართება 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შემდეგაც ჩატარდება დაჯილდოების ცერემონია.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ვეტერანი ფეხბურთელების ღვაწლის დაფასება, მათი ისტორიის გაცნობა ახალი თაობისთვის.
ტურნირის ორგანიზატორია ურეკის საფეხბურთო კლუბი,,ფინტი” (დამფუძნებელი და მწვრთნელი მირიან გაგუა).
მსგავსი სტატიები
- 75
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 70
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 69
2025 წლის 19–20–21 დეკემბერს, დაბა ურეკში გაიმართება ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იური ჩხაიძის სახელობის სამდღიანი ტურნირი ფეხბურთში. ტურნირის მთავარი გამარჯვებული ქობულეთის „ბომბორა 1“ აკადემია გახდა, რომელმაც ოქროს ფინალში „ფოთი 1“ 4:2 დაამარცხა. ტურნირი ჩატარდა 2017 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის და მასში მონაწილეობას მიიღეს 9 გუნდმა აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან. ტურნირის… - 69ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 68
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…