ოზურგეთის ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის დირექტორი ირაკლი გაბედავა გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე გია ანთაძე ჩაანაცვლა.
დღეს ცენტრის ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ წარუდგინა.
ხალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, პირველ მოადგილესთან ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად წარუდგინა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
პაატა კუნჭულიამ ირაკლი გაბედავას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც პასუხისმგებლობითა და ძლიერი მენეჯერული უნარებით გამოირჩევა.
ირაკლი გაბედავა პროფესიით მეტყევე-ინჟინერია. მას კერძო და საჯარო სექტორში 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ოზურგეთის მომსახურების ცენტრში წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
მსგავსი სტატიები
- 66
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. პაატა კუნჭულიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ოზურგეთში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. - 66
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები. .ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა. ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი,… - 65
- 64
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…

