დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის.
ლიდერებმა „შტურმა“ და „გორმა“ ბოლო ტურშიც მოიგეს („შტურმა“ „დიდუბე“ 6:4 დაამარცხა, ხოლო „გორმა“_„გარდაბანი“ 5:0). „შტურმა“ 70 ქულა დააგროვა, ხოლო ხოლო „გორმა“ 67 და ისინი მომავალი წლიდან მე-2 ლიგაში გამოვლენ.
მე-2 ლიგის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ითამაშებენ„ოდიში _1919“ და „არაგვი“. („ოდიში“ შინ „ბეთლემთან“ დამარცხდა 1:2, ხოლო „არაგვმა“ შინ „მარგვეთი 2006“ დაამარცა 6:2).
აუტსაიდერებიდან ბოლო ტურში მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა თბილისის „ლოკომოტივი 2“-მა, რომელმაც სტუმრად „მერანი“ 1:2 დაამარცხა.
არადა გადარჩენის შანსი ჰქონდა ხობის „კოლხეთს“, რომელმაც შინ ლიგაში დარჩენის კიდევ ერთი მოსურნე „ბორჯომი“ 2:1 დაამარცხა.
„ლოკომოტივი 2“-მა 27 ქულა მოაგროვა, „კოლხეთმა“-26, ხოლო „ბორჯომმა“ 23 ქულა.
ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა გათამაშების აუტსაიდერი, ჩოხატაურის „ბახმარო“ სტუმრად „ვიტ-ჯორჯიასთან“ 0:5 და (3 მოგება, 4 ფრე, 23 წაგება, ბ/შ 18:74) მხოლოდ 13 ქულა მოაგროვა.
„ბახმარომ“ წლევანდელიჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში სტუმრად ხობის „კოლხეთი“ 0:3 დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში შინ „ორბთან“0:5 დათმო მატჩი, შემდეგ „გორთან“ სტუმრად წააგო 1:2. მე-4 ტურში შინ „მერანთან“ ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო მე-5 ტურში კვლავ სტუმრად „ბეთლემი“ 0:1 დაამარცხა. ასე თუ ისე 5 ტურის შემდეგ „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) 7 ქულა ჰქონდა და ეს შედეგი საგანგაშო ნამდვილად არ იყო.
ამის შემდგომ „ბახმარომ“ ზედიზედ 6 შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ მე-12 ტურში მოიპოვა ქულა სტუმრად ზესტაფონში „მარვეთთან“ 1:1. შემდეგ კვლავ წაგებების სერია _6 წაგებული მატჩი…
მე-18 ტურში „ბახმარომ“ შინ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „გორს“ ქულა აართვა 1:1, ხოლო მე-19 ტურში სტუმრად თბილისის „მერანი“ 0:3 დაამარცხა.
ბოლო ქულაც 21-ე ტურში, სტუმრად, „ლოკომოტივი 2“-თან მოიპოვა _0:0.
„ბახმაროს“ წელს შინ შეხვედრა არ მოუგია. სამივე მატჩი სტუმრად მოიგო, 2 კი ფრედ დაამთავრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდმა ვერ დაძლია კრიზისი და მომავალი წლიდან მე-4 ლიგაში იასპარეზებს.
მესამე ლიგას კი ლანჩხუთის „გურია“ დაუბრუნდა.
იმედია მომავალში „მერცხალი“, „ბახმარო“ კვლავ ითამაშებენ უფრო მაღალ ლიგებში.
მსგავსი სტატიები
- 78არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 77საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…
- 75საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგაში მოასპარეზე „ბახმარო“გორთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და 3 ქულით მე-10 ადგილზეა. მე-4 ლიგაში კი მეორე ტურში „მერცხალმა“ აბაშის „ზანა“ დაამარცხა 2:1. ხოლო „გურია“ლიდერთან „ივერიასთან“ დამარცხდა სტუმრად 0:1. „მერცხალს“ 3 ქულა აქვს, „გურიას“_1.
- 74საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა), ჩოხატაურის „ბახმარომ გასვლით მატჩში „გარდაბანი“ დაამარცხა 2:1, ხოლო ლანჩხუთის „გურია“ერთ-ერთ აუტსაიდერთან „ვარკეთილთან“ 0:4 დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „ბახმარო“ (3 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 12-17) 11 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „გურია“ (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება) 6 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე. ოზურგეთის „მერცხალმა“…
- 74
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა) ჩოხატაურის ბახმარომ ბოლო 2 ტურში 6 ქულა მოიპოვა. მე-20 ტურში შინ „ბორჯომი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო დღეს, შინ _„მაჭახელა“ 3:2, „ბახმაროს“ 21 ტურის შემდეგ (6 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება, ბ/შ 15:17) 25 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ლანჩხუთის „გურიამ“ კი 20 ტურში, გასვლით მატჩში…