ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მიიღეს.
წილისყრის დაწყებამდე ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დონალდ ტრამპს ფიფა-ს მშვიდობის ჯილდო გადასცა. ის აღნიშნული პრემიის პირველი მფლობელი გახდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 ნაკრები იასპარეზებს. ამ მომენტისთვის მსოფლიო პირველობის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო დარჩენილი ექვსი საგზურისთვის ბრძოლა 2026 წლის მარტში გაგრძელდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები:
A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ევროპის პლეი ოფი D (დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია)
B ჯგუფი: კანადა, ევროპის პლეი ოფი A (იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა), კატარი, შვეიცარია
C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია
D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, ევროპის პლეი ოფი C (თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო)
E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, კოტ დ’ივუარი, ეკვადორი
F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ევროპის პლეი ოფი B (უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი), ტუნისი
G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია
H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი
I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ფიფა-ს პლეი ოფი 2 (ერაყი/ბოლივია/სურინამი), ნორვეგია
J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია
K ჯგუფი: პორტუგალია, ფიფა-ს ფლეი ოფი 1 (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა/ახალი კალედონია/იამაიკა), უზბეკეთი, კოლუმბია
L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.
თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, 1/32-ფინალში ორი გუნდი გავა. პლეი ოფში ბრძოლას ასევე გააგრძელებს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.
მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.
მსგავსი სტატიები
- 86
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 82
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ… - 81ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 79
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო… - 79ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…