ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მიიღეს.

წილისყრის დაწყებამდე ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დონალდ ტრამპს ფიფა-ს მშვიდობის ჯილდო გადასცა. ის აღნიშნული პრემიის პირველი მფლობელი გახდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 ნაკრები იასპარეზებს. ამ მომენტისთვის მსოფლიო პირველობის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო დარჩენილი ექვსი საგზურისთვის ბრძოლა 2026 წლის მარტში გაგრძელდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ევროპის პლეი ოფი D (დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია)

B ჯგუფი: კანადა, ევროპის პლეი ოფი A (იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა), კატარი, შვეიცარია

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია

D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, ევროპის პლეი ოფი C (თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო)

E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, კოტ დ’ივუარი, ეკვადორი

F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ევროპის პლეი ოფი B (უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი), ტუნისი

G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია

H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი

I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ფიფა-ს პლეი ოფი 2 (ერაყი/ბოლივია/სურინამი), ნორვეგია

J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია

K ჯგუფი: პორტუგალია, ფიფა-ს ფლეი ოფი 1 (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა/ახალი კალედონია/იამაიკა), უზბეკეთი, კოლუმბია

L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, 1/32-ფინალში ორი გუნდი გავა. პლეი ოფში ბრძოლას ასევე გააგრძელებს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.

მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.

მსგავსი სტატიები

  • 86
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 82
    ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს,  როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…
  • 81
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 79
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 79
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…