ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

„საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო“,- ნათქვამია ჩოხატაურის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 72
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
  • 70
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 69
    „მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ცხინვალში დაღუპული ფილიპე მგალობლიშვილის სახელი, მშობლიურ სოფელ ერკეთში, ერთერთ ქუჩას მიენიჭა. თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან, ვეტერანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლი. სიმბოლურია რომ ქუჩის გახსნა ვეტერანთა დღეს დაემთხვა. მადლიერებით ვულოცავ ყველა თაობის ვეტერანს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.“_წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 69
    სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩართულია თავდაცვის ძალები.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩართულია თავდაცვის ძალები. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ყველა მიმართულებით წმენდდა ცენტრალურ გზებს. გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.

არ გამოტოვოთ