დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.
მოქმედი გრაფიკის მიხედვით, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს ძაღლების მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი წესი, ხოლო მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტები 1-ელ მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
ამავე ვადამდე, 1-ელ მარტამდე, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
- შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცება;
- სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება;
- ვეტერინარული კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუნიციპალიტეტებს 2026 წლის 1-ელ მარტამდე ევალებათ ცხოველთა ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახალი წესების დამტკიცება.
კანონის მიხედვით, 1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ხოლო არამარეგისტრირებელმა სუბიექტებმა – მხოლოდ წვდომის მისაღებად. 1-ელ ივლისამდე სეს-მა უნდა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების სრული წვდომა.
ჯარიმები და სანქციები
2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება სანქციები შემდეგი ვალდებულებების დარღვევისთვის:
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია – 1 500 ლარი
- სტერილიზაცია/კასტრაცია – 1 500 ლარი
- ცოფის ვაქცინაცია – 500 ლარი
- გამრავლება თანხმობის გარეშე – 3 000 ლარი
- ცხოველის მიტოვება – ფიზიკური პირი 5 000 ლარი, იურიდიული პირი 10 000 ლარი
საშენების დაჯარიმება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება:
- მოშენების წესების დარღვევა – 1 000 ლარი
- მოშენება რეგისტრაციის გარეშე – 5 000 ლარი
- მოშენების მორატორიუმის დარღვევა – 10 000 ლარი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესული ცვლილებებით:
- ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელმაც დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე;
- თუ ქმედებამ ცხოველის დაღუპვა გამოიწვია — სასჯელი იქნება ჯარიმა, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე.
კანონის ძალაში შესვლის ეტაპები
2027 წლის 1-ელ იანვრამდე:
- 2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
- უკვე იდენტიფიცირებული ცხოველების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ რეგისტრაციისთვის;
- საშენებმა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა გაიარონ;
- რეგისტრირებული ცხოველები 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას არ ექვემდებარებიან.
2027 წლის 1-ელ ივლისამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი, ხოლო 2028 წლის 1-ელ ივლისამდე სპეციალისტებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ ან განათლების აღიარებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართონ.
დაჯარიმება უკვე 2026 წლიდან
მეპატრონეები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
- ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე – 150 ლარი
- ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა – 150 ლარი
- აკრძალულ სივრცეში შეყვანა – 50 ლარი
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარი) 2027 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის – 3 000 ლარი
- მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევისთვის – 500 ლარი
არამარეგისტრირებელი სუბიექტებისთვის (ცხოველთა სასტუმრო, კინოლოგი/ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) იგივე დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.
მსგავსი სტატიები
- 74
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 72
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 69
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს… - 68
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის… - 68
„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…