სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს” დაფინანსებით, ა(ა)იპ ,,გურული ახალგაზრდები მომავლისთვის” ახორციელებს პროექტს: ,,ლანჩხუთის ახალგაზრდული ფესტივალი”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქ.ლანჩხუთში ჩატარდა ღია საჭადრაკო ტურნირი , რომელშიც რეგიონის სხვადასხვა თაობის და ასაკის 30-ზე მეტმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილება, მათ შორის .ოზურგეთიდან ექვსი მოჭადრაკე. ტურნირში გამოცდილ და ტიტულოვან მოჭადრაკეებთან ერთად მრავლად იყო ჩართული ისინიც, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამემენ საჭადრაკო კარიერაში. ფესტივალი მოიცავდა ოთხ ასაკობრივ და ნომინანტურ კატეგორიას , რომლებიც ცალ-ცალკე ჩატარდა .
უფროსი თაობის მოჭადრაკეთა ღია ტურნირში თავი გამოიჩინა ოზურგეთელმა გივი სიამაშვილმა, რომელმაც ერთი ყაიმის გარდა, ყველა პარტია მოიგო და ამ გამარჯვებით გურიის პირველობაზე მისი არც თუ სასურველი შედეგის ერთგვარი კომპენსირება მოახდინა. სტაბილურად კარგი თამაშის სერიას აგრძელებს ელგუჯა ურუშაძე, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა თუმცა მას მეტი კმაყოფილება მიანიჭა მისი მოსწავლის, 10 ასაკში მოასპარეზე გაბრიელ სალუქვაძის თამაშმა, რომელმაც ძლიერ და ტიტულოვან კონკურენტებთან კარგი თამაშით მოიპოვა ვიცე-ჩემპიონობა,
მუდამ ფორმაშია ვეტერანი ტიტულოვანი მოჭადრაკე ნუგზარ გვარჯალაძე, რომელმაც მიუხედავად,ასაკის ა (მას წელს 80 წელი უსრულდება) ეხლაც კარგად ითამაშა და დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადდგილი.
ასაკობრივ კატეგორიებში , საპრიზო ადგილებზე ისევ ის ახალგაზრდები ვიხილეთ,რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ როგორც ადგილობრივ ღონისძიებებში, ისე რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში. ამჯერადაც გამოიჩინეს თავი და ტურნირის პრიზიორები გახდნენ : დემეტრე სარჯველაძე,გაბრიელ სალუქვაძე, ანდრია დობორჯგინიძე, მარიამ ჩაჩავა, სარა წულაძე,ნათანაელ ფირცხალაიშვილი.საბა ებრალიძე, ანდრია ადეიშვილმი ანდრია მამფორია.ასევე ნინო გუნია, ლილე ფირცხალაიშვილი ანასტასია კვირკველია, აკაკი სალუქვაძე , ლიზი ვასაძე.
ზოგადად ტურნირი,რომელიც კარგად იყო ორგანიზებული, ნაყოფიერი დარჩა გურული მოჭადრაკეებისათვის,. ამავდროულად იგი , მრავალი ღონისძიებებით დატვირთული 2026 წლის სპორტული კალენდარის დაწყების ეტაპზე , ჩვენი მოჭადრაკეების მზადყოფნის ტესტირების საუკეთესო საშუალებაც დარჩა.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 86
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 83ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 82ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 81
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი… - 80
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…