მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 74(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 73
- 71
ძვირფასო მგზავრებო! გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი 23 თებერვალი – თბილისი ოზურგეთი 23 თებერვალი – ბათუმი ოზურგეთი-ბათუმი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზა - 70
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომელი რეისი შესრულდება 3-4 მარტს და რომელი გაუქმდება: “…გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი-ბორჯომი; ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ: 3 მარტს – №685 ბორჯომი-თბილისი; 3-4 მარტს: №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683… - 70
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
