უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის“ კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის“ სამი საბურღი პლატფორმა – ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე, ამარაგებს რუსეთის არმიას.
უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 73
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 71აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 69
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 68
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 68
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის…