დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა–ლოცვა ჩატარდა.

საზეიმო წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე იოსებმა წყლის კურთხევის რიტუალი ჩაატარა, მრევლი დალოცა და დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

მსგავსი სტატიები

  • 70
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 67
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 67
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 62
    ოჯახური ისტორიის გადასახედით, ფურცლებზე დატანილ სიტყვათა კინძულში, კადრები დანისლული მოგონებებიდანგადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
  • 62
    დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)30-ნოემბერი _დიდმოწამე მიქაელის, რომელსაც ეწოდა გობრონ ხსენების დღე არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია. თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი…