აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება“, – აღნიშნა ალიევმა.

„დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, – აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების ინტერესი არ აქვს.

„ჩვენ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების არც ინტერესი გვაქვს და არც ჩვენი პოლიტიკა იძლევა ამის საშუალებას“, – აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ.

„ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს“, – განაცხადა ალიევმა.

წყარო:ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 74
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 74
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 73
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 73
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
  • 71
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…