ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. ისრაელის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევა გადაწყვიტა, თუმცა მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება“, – წერს სააგენტო.
ასევე აღინიშნება, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. დიდ ბრიტანეთს ასევე გაჰყავს პერსონალი კატარში მდებარე ავიაბაზიდან აშშ-ის მოსალოდნელ დარტყმებამდე. აღინიშნება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამაზე კომენტარები არ გაუკეთებია.
„ყველა სიგნალი იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ ეს ადმინისტრაცია სწორედ ასე იქცევა, რათა ყველა ყურადღებით იყოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 67
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 65აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 65
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 64აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- „მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს“64
დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი. ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში…