დღევანდელი ბრიფინგი მარტივი და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დანაშაულის გამოძიება და ამ გამოძიების შედეგად როგორ აღიძვრება ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმე, _ ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქოლცენტრების” საქმეზე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროკურატურის განცხადებაში საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ფარგლებს გარედან უკანონოდ ხდებოდა მილიონობით თანხების მოზიდვა, რომელიც დანაშაულებრივ მიზნებს ხმარდებოდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პროკურატურას იმ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებისთვის, რასაც ახორციელებს. მოვისმინეთ ბრიფინგი, სადაც პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ გახსნილია კონკრეტული დანაშაული, „ქოლცენტრების” ყბადაღებული თემა და კონკრეტულ პირებს, მათ შორის ამ ქალბატონს [ელისო კილაძეს] ბრალი აქვს წაყენებული. საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ფარგლებს გარედან უკანონოდ ხდებოდა მილიონობით თანხების მოზიდვა, რომელიც ხმარდებოდა დანაშაულებრივ მიზნებს – ამ ყველაფერს კი ქვეყნის შიგნით მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი პროკურორი [ოთარ ფარცხალაძე] და სხვა პირები მფარველობდნენ. ცხადია, რომ სამართალდამცავი ორგანოების სფეროში არსებულ საკითხებზე სწორედ ეს ორგანოები სცემენ პასუხს. დღევანდელი ბრიფინგიც მარტივი და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დანაშაულის გამოძიება და ამ გამოძიების შედეგად როგორ აღიძვრება ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმის აღძვრა“, _ აღნიშნა დავით მათიკაშვილმა
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 66
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,… - 61სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
- 60
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით… - 60
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული… - 60
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ…